კლაუდიო კანიჯას ცოლი ფეხბურთელის სკანდალურ ცხოვრებაზე ყვება
კლაუდიო კანიჯას ცოლი ფეხბურთელის სკანდალურ ცხოვრებაზე ყვება

არგენტინის ნაკრების ცნობილი ფორვარდის კლაუდიო კანიჯას ცოლი მარიანა ნანისი საკუთარი მეუღლის შესახებ სკანდალურ ამბებს ყვება. კერძოდ, ის ამტკიცებს, რომ ყოფილი ფეხბურთელი მეძავთან გადავიდა საცხოვრებლად.

„მე და კლაუდიო გაყრილები არ ვართ, განქორწინებაზე განცხადება არ შეგვიტანია. საქმე ისაა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მეძავთან ცხოვრობს, რომელიც მთელი დღეები ნარკოტიკებით ამარაგებს. ისინი ორივენი ციხეში აღმოჩნდებიან. მინდა, ადვოკატებს მივმართო. მასთან 33 წელი ვიცხოვრე“, – მოჰყავს მარიანას სიტყვები გაზეთ „სანს“ (The Sun).

ის კანიჯას ადანაშაულებს იმაში, რომ ფეხბურთელმა შვილი დააკარგვინა: “მან უხეშად ჩამტენა მანტანაში, როცა ფეხმძიმობის მესამე თვეში ვიყავი. მან მოკლა ჩემი შვილი”.

კანიჯამ უკვე უპასუხა ცოლის ბრალდებებს. კლაუდიოს თქმით, მისი მეუღლე შეიშალა.

„მარიანა სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ ფსიქიატრთან. ის შეიშალა. არ მინდა ეს, მაგრამ ჩემი ვალია მას ვუშველო. უკვე დიდი ხანია, ასეთ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

კლაუდიო კანიჯა მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილეა (1990, 1994, 2002). საკლუბო დონეზე მას უთამაშია „რივერ პლეიტში“, „ვერონაში“, „ატალანტაში“, „რომაში“, „ბენფიკაში“, „ბოკა ხუნიორსში“, „დანდიში“, „რეინჯერსსა“ და ყატარში.

დატოვე კომენტარი