კითხვაზე, არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მედიცინაში დასკვნების გაკეთება მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი
კითხვაზე, არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მედიცინაში დასკვნების გაკეთება მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი

არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი, – ეს შეკითხვა დაუსვევს ჟურნალისტებმა დღეს ბათუმში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მედიცინაში დასკვნების გაკეთება მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ჩატარდება შესაბამისი მეცნიერული კვლევა

„მეცნიერებასა და მედიცინაში მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი უნდა იყოს ეს ყველაფერი. სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ. საჭიროა მეცნიერული კვლევა. თუკი ამ კვლევას ჩავატარებთ, შესაბამისად შემეძლება, გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.