კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონი დაიწყო და პირველ ტურში „ტიროლთან“ ფრედ ითამაშა – 1:1.
მამაგეიშვილი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ოთარ კიტეიშვილი განაცხადში არ იყო – ოფიციალური ვერსიით, „შტურმის“ ქართველი ლიდერი ტრავმირებულია.
გრაცელები 29-ე წუთზე ვლოდარჩუკის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 42-ე წუთზე წონასწორობა მასპინძელთა მოთამაშემ, ოლაკიგბემ აღადგინა.