კიტეიშვილის „შტურმმა“ ისევ მოიგო - ალთუნაშვილმა „ლინცთან“ ითამაშა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ქართველების გუნდებმა წარმატებული თამაშები ჩაატარეს – ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ლინცს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
26-ე წუთზე ანგარიში პენალტით ტომი ჰორვატმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე ვილიამ ბოვინგმა დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 83 წუთი ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
ასევე საჩემპიონო ჯგუფში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ ვენის „რაპიდს“ შინ 5:1 მოუგო. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და მწვრთნელმა 9-მატჩიანი უთამაშებლობის შემდეგ, 72-ე წუთიდან ათამაშა – მოედანზე მისი შესვლის შემდეგ „ვოლფსბერგერმა“ სამი გოლი გაიტანა.
26 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 33 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტ „აუსტრიას“ ექვსი ქულით ასწრებს, რომელსაც „ზალცბურგთან“ ტურის მატჩი გასამართავი აქვს. ამ შეხვედრის შედეგი ასევე მნიშვნელოვანია „ვოლფსბერგერისთვის“ (26), რომელიც მესამე პოზიციაზეა.