კიტეიშვილის „შტურმი“ ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კიტეიშვილის „შტურმი“ ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერთან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და, წაგების მიუხედავად, „შტურმში“ მეორე საუკეთესო შეფასება – 7.0 ქულა დაიმსახურა. ალთუნაშვილს კი „ვოლფსბერგერში“ არ უთამაშია.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ „შტურმი“ 37 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ მას, შესაძლოა, ვენის „აუსტრია“ (34) დაეწიოს, რომელსაც მიმდინარე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. „ვოლფსბერგერი“ (32) კი მესამე ადგილზეა.