კიტეიშვილი “ტრაბზონში” გადასვლას უარყოფს

16:30, 20.07.2018

ოთარ კიტეიშვილი, შესაძლოა, თურქეთის სუპერლიგის “ტრაბზონში” გადავიდეს – თბილისის “დინამოს” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია დღეს კულუარულად გავრცელდა.

თუმცა, თბილისელთა 21 წლის კაპიტანმა პირველ არხთან არ დაადასტურა, რომ ეს ტრანსფერი რეალურია.

“ვიცი, რომ თურქები თბილისის “დინამოსა” და “დუნაისკა სტრედას” შეხვედრებს სლოვაკეთშიც დაესწრნენ და თბილისშიც. ადრე ლაპარაკი იყო “სარაგოსას” ინტერესზეც. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, არც ერთი რეალურ არაა, რადგან პირადად არავინ დამლაპარაკებია. არის სხვა ვარიანტები – რამდენად რეალური, მალე გამოჩნდება” – ამბობს პირველ არხთან ოთარ კიტეიშვილი.

 

მსგავსი