კიტეიშვილი „შტურმს“ დანიაში ვერ დაეხმარება - ფეხბურთელი სასწრაფოდ საქართველოში გამოემგზავრა #1TVSPORT
კიტეიშვილი „შტურმს“ დანიაში ვერ დაეხმარება - ფეხბურთელი სასწრაფოდ საქართველოში გამოემგზავრა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ დანიაში დაემგზავრა, სადაც ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „მიდტიულანდს“ უნდა დაუპირისპირდეს – ოღონდ ქართველი ნახევარმცველის გარეშე. დანიაში კიტეიშვილის არწასვლის მიზეზი ოჯახური ტრაგედიაა – დღეს დილით ოთარ კიტეიშვილს მამა გარდაეცვალა და სასწრაფოდ საქართველოში გამოფრენა მოუხდა.

ავსტრიულ-დანიური დაპირისპირება 24 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე უნდა დაიწყოს. ავსტრიის ჩემპიონი უკვე დანიაშია, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 20 მოთამაშე წაიყვანა. მაგრამ კიტეიშვილი სიაში არაა, რაზეც კლუბის პრესსამსახური იუწყება.

ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „შტურმს“ ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ზალცბურგთან“ 20 სექტემბრის შეხვედრაში დაუბრუნდა.