კიტეიშვილი-მამაგეიშვილის „შტურმმა“ ლიდერობა დაიბრუნა - ბაგრატიონმა ავსტრიაში სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
კიტეიშვილი-მამაგეიშვილის „შტურმმა“ ლიდერობა დაიბრუნა - ბაგრატიონმა ავსტრიაში სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და გუნდს „ალტახთან“ ავსტრიის ბუნდესლიგის შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:0.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 78 წუთი ითამაშა. გიზი მამაგეიშვილი გრაცელების მწვრთნელმა სწორედ კიტეიშვილის შემცვლელად შეუშვა.

ტიროლმა“ შინ 1:0 სძლია „გრაცერს“, სადაც მუხრან ბაგრატიონმა ითამაშა. „დინამო თბილისის“ აღზრდილი 21 წლის მცველი სტუმართა სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 46-ე წუთზე შევიდა და ავსტრიულ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ „შტურმი“ 38 ქულით პირველი ადგილზე დაბრუნდა, ხოლო „გრაცერი“ (20 ქულა) მე-11 პოზიციაზეა.