კიტ კელოგი - უკრაინისა და რუსეთის დანაკარგები დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობით 1,2 მილიონს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომში დანაკარგებს აღემატება, ტრამპი მართალია, უნდა შევაჩეროთ ეს მკვლელობები
კიტ კელოგი - უკრაინისა და რუსეთის დანაკარგები დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობით 1,2 მილიონს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომში დანაკარგებს აღემატება, ტრამპი მართალია, უნდა შევაჩეროთ ეს მკვლელობები

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის დანაკარგებმა ომში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობით უკვე გადააჭარბა მეორე მსოფლიო ომში დანაკარგებს.

კელოგის თქმით, ეს უნდა შეჩერდეს.

„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს მკვლელობები. ციფრებს როდესაც უყურებთ, ეს მასობრივი მკვლელობებია. ორივე მხარის დანაკარგები უკვე 1,2 მილიონს შეადგენს. ეს უბრალოდ საშინელებაა და მეორე მსოფლიო ომში დანაკარგებს აღემატება“, – განაცხადა კელოგმა.