კიტ კელოგი – შეწყვიტეთ მკვლელობები, ჯერ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები
ჯერ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები,- ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ასე გამოეხმაურა კელოგი რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას, რომელიც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. როგორც კელოგი ამბობს, თავდაპირველად რუსეთი უნდა დათანხმდეს უპირობოდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო დისკუსიების გამართვა.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპი არაერთხელ თქვა, შეწყვიტეთ მკვლელობები!! თავდაპირველად უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და, ამ პერიოდში, გადავიდეთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო დისკუსიებზე. არა პირიქით“, – წერს კიტ კელოგი.
Even the Prime Minister of New Zealand gets it. As President Trump has repeatedly said, stop the killing!! An unconditional 30 day ceasefire first and, during it, move into comprehensive peace discussions. Not the other way around. https://t.co/6PzcceP1vs
— Keith Kellogg (@generalkellogg) May 11, 2025