კიტ კელოგი – მოლაპარაკებებს არა აშშ ან უკრაინა, არამედ რუსეთი აფერხებს, რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა მაშინ, როცა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს არა აშშ ან უკრაინა, არამედ რუსეთი აფერხებს. ამის შესახებ კელოგმა X-ზე დაწერა.
კიტ კელოგი კრემლის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპები სწორედ უკრაინისა და აშშ-ის პოზიციაზე არის დამოკიდებული.
„პესკოვის ბოლო განცხადებები მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ და უკრაინა აფერხებენ, უსაფუძვლოა. პრეზიდენტი ტრამპი თანმიმდევრულად და მტკიცედ ცდილობს ომის დასრულებისკენ პროგრესის მიღწევას. ჩვენ მოგიწოდებთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ომის დასასრულებლად სამმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლას. რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა მაშინ, როცა ის უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს“, – აღნიშნა კელოგმა.
Peskov’s recent comments on the state of negotiations are Orwellian. Russian claims that it is the US and Ukraine stalling peace talks are unfounded. President Trump has been consistent and adamant about making progress to end the war. We urge an immediate ceasefire and a move to… pic.twitter.com/vCQoF1XEtd
— Keith Kellogg (@generalkellogg) June 30, 2025