კიტ კელოგი – კიევზე თავდასხმები სამარცხვინოა, შეწყვიტეთ მკვლელობები, ცეცხლის შეწყვეტა ახლავე
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ იერიშს გამოეხმაურა.
კელოგმა სოციალურ ქსელში უკრაინის დედაქალაქის, კიევის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ასეთი დაბომბვები ჟენევის 1997 წლის პროტოკოლების აშკარა დარღვევაა.
„ეს არის კიევი. ღამით, ქალებისა და ბავშვების განურჩეველი მკვლელობა მათივე სახლებში აშკარა დარღვევაა ჟენევის 1977 წლის პროტოკოლების, რომლებიც უდანაშაულო ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ეს თავდასხმები სამარცხვინოა. შეწყვიტეთ მკვლელობები. ცეცხლის შეწყვეტა – ახლავე“, – წერს კელოგი.
This is Kyiv. The indiscriminate killing of women and children at night in their homes is a clear violation of the 1977 Geneva Peace Protocols designed to protect innocents. These attacks are shameful. Stop the killing. Ceasefire now. pic.twitter.com/89XRWZcP21
— Keith Kellogg (@generalkellogg) May 25, 2025