კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“
კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“.

მისი თქმით, ომის დასრულება ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული და ეს საკითხებია დონბასის რეგიონისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალი, რომელიც ამ დრომდე რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

როგორც კიტ კელოგმა რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კონფლიქტის მოგვარების მცდელობები „ბოლო ათ მეტრშია, რაც ყოველთვის ყველაზე რთულია“.

„ვფიქრობ, თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, დანარჩენი საკითხებიც მოგვარდება. ჩვენ ნამდვილად ძალიან ახლოს ვართ“, – ციტირებს კიტ კელოგის სიტყვებს „როიტერი“.

ამასთან, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც იანვარში თანამდებობას დატოვებს, აცხადებს, რომ „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მასშტაბი რეგიონისთვის საშინელი და უპრეცედენტოა.

კიტ კელოგი ასევე აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთსა და უკრაინას საკმაოდ ბევრი დაღუპული და დაშავებული ჰყავთ, თუმცა, მისივე თქმით, არცერთი მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ სანდო შეფასებებს არ ავრცელებს.