კიშინეუში ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის, შარლ მიშელის, ოლაფ შოლცისა და ემანუელ მაკრონის არაფორმალური შეხვედრა დაიწყო
კიშინეუში ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის, შარლ მიშელის, ოლაფ შოლცისა და ემანუელ მაკრონის არაფორმალური შეხვედრა დაიწყო

კიშინეუში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის არაფორმალური შეხვედრა დაიწყო.

აზერბაიჯანული და სომხური მედიის ცნობით, მანამდე გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სამმხრივი არაფორმალური შეხვედრა. შეხვედრების მთავარი თემა აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებისა და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაა.

კიშინეუში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დაადასტურებენ ურთიერთობების დარეგულირების საერთო პოლიტიკურ ნებას.