კირილ დმიტრიევი - ზელენსკის განცხადება გვახარებს, ის საბოლოოდ მიხვდა, რომ აშშ-ის პოზიციაა, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დონბასიდან გავა
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის თქმით, რუსეთი კმაყოფილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიც განცხადებით იმის თაობაზე, რომ აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიების პირობად დონბასის რუსეთისთვის გადაცემა დაასახელა.
„ეს გაგება, რომელიც მან გუშინ გააჟღერა, ზოგადად, არ შეიძლება, არ გვახარებდეს. ზელენსკი საბოლოოდ მიხვდა, რომ აშშ-ის პოზიციაა, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დონბასიდან გავა“, – განაცხადა დიმიტრიევმა.
ცნობისთვის, „როიტერთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ კიევს უსაფრთხოების გარანტიებს იმ პირობით სთავაზობს, თუ უკრაინის არმია გავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთს ჯერ ოკუპირებული არ აქვს. ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დონბასიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას ის სახიფათო ნაბიჯად მიიჩნევს, მათ შორის, დასავლეთისთვისაც.