კირილ დმიტრიევი - უკრაინის დასაფინანსებლად რუსული აქტივების გამოყენების უკანონო გეგმაზე უარის თქმა ძლიერი დარტყმაა ომის მომხრეებისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით
კირილ დმიტრიევი - უკრაინის დასაფინანსებლად რუსული აქტივების გამოყენების უკანონო გეგმაზე უარის თქმა ძლიერი დარტყმაა ომის მომხრეებისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით

ევროკავშირის მიერ უკრაინის დასაფინანსებლად რუსული აქტივების გამოყენების უკანონო გეგმაზე უარის თქმა ძლიერი დარტყმა იყო ომის მომხრეებისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

დმიტრიევის თქმით, ეს ძლიერი დარტყმა იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის, ფრიდრიხ მერცის, კირ სტარმერისა და ომის მომხრეებისთვის.

„დიდი დარტყმა მიაყენეს ევროკავშირის ომის მომხრეებს, რომლებსაც ურსულა ხელმძღვანელობდა. ევროკავშირში გონიერების ხმებმა დაბლოკეს რუსეთის აქტივების უკანონო გამოყენება უკრაინის დასაფინანსებლად. კანონი და საღი აზრი იმარჯვებს, ჯერჯერობით. როგორც მათ თქვეს, „ალტერნატივა არ არსებობს“, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ვერ შეძელით სხვების დაშინება და ვერ დაარღვევინეთ კანონი“, – წერს დმიტრიევი.

დმიტრიევის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ფრიდრიხ მერცმა ვერ შეძლეს ევროკავშირის მიერ რუსეთის აქტივებთან დაკავშირებული უკანონო ნაბიჯის გადადგმა, ამიტომ თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ.

„ურსულას და მერცს სურთ აჩვენონ ერთიანობა, ისინი უნდა გადადგნენ. მათ დახარჯეს მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი, დაჰპირდნენ შედეგებს და სანახაობრივი მარცხი განიცადეს. ისინი უნდა გადადგნენ“, – წერს დმიტრიევი.