კირილ დმიტრიევი – უკრაინაში კონფლიქტის მხარდამჭერები შეშფოთებულნი არიან ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებით

12:37, 17.08.2025

უკრაინაში კონფლიქტის მხარდამჭერები შეშფოთებულნი არიან ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებით, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„კონფლიქტის ევროპელი და ბრიტანელი მხარდამჭერები პანიკაში არიან“, – წერს კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში.

ასე გამოეხმაურა ოფიციალური პირი Politico-სა და Bild-ის პუბლიკაციებს, რომლებშიც პროგნოზებია გაკეთებული იმის შესახებ, თუ რომელი ევროპელი ლიდერები შეიძლება დაესწრონ მოლაპარაკებებს.

მსგავსი