კირილ დმიტრიევი – როგორც ჩანს, გრენლანდიის ბედი გადაწყვეტილია, ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და ორმაგი სტანდარტების დემონსტრირებას, შემდეგი კანადა იქნება?

14:26, 06.01.2026

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ გრენლანდიის ბედი გადაწყვეტილია. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი აშშ-ის ვასალია.

დმიტრიევი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის შემდეგი „სამიზნე“, შესაძლოა, კანადა გახდეს.

„როგორც ჩანს, გრენლანდიის ბედი გადაწყვეტილია – ევროკავშირი გააგრძელებს იმის კეთებას, რაც ვასალებს ყველაზე კარგად გამოსდით: „სიტუაციის მონიტორინგს“ და ორმაგი სტანდარტების დემონსტრირებას. შემდეგი კანადა იქნება? – წერს დმიტრიევი X-ში.

​ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ევროპის ქვეყნების უმეტესობა დანიას სოლიდარობას უცხადებს.

 

მსგავსი