კირილ დმიტრიევი – ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ მიზნად ისახავს უკრაინის გადარჩენას კიდევ უფრო მეტი ტერიტორიისა და სიცოცხლის დაკარგვისგან

09:35, 22.11.2025

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის გადარჩენის ტოლფასია.

„წამქეზებლების პროპაგანდის გამო ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის გადარჩენას კიდევ უფრო მეტი ტერიტორიისა და სიცოცხლის დაკარგვისგან“, – დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ტრამპის გეგმის მოწინააღმდეგეები „სარგებელს იღებენ უსასრულო საბრძოლო მოქმედებებიდან“ და „იმედოვნებენ, რომ ოქროს უნიტაზს მიიღებენ“.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმა, შეიძლება, საფუძვლად დაედოს უკრაინაში მშვიდობიან დარეგულირებას.

მსგავსი