კირილ დმიტრიევი - ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტი პროდუქტიული იყო, ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ზოგიერთი შესათანხმებელია, წინააღმდეგობების მიუხედავად, აშშ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას გავაგრძელებთ
კირილ დმიტრიევი - ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტი პროდუქტიული იყო, ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ზოგიერთი შესათანხმებელია, წინააღმდეგობების მიუხედავად, აშშ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას გავაგრძელებთ

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს განხილული იყო ბევრი საკითხი და ბევრზე შეთანხმება იყო მიღწეული, ზოგიერთი კი ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

ამის შესახებ კირილ დმიტრიევმა ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტი იყო პროდუქტიული. ამერიკულმა მხარემ რუსული მხარე ძალიან კარგად მიიღო. განვიხილეთ ბევრი საკითხი და ბევრზე შევთანხმდით. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა აშშ-ისა და რუსეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს. ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად“, – თქვა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.