კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვება ევროკავშირის დაშლას დააჩქარებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვება ევროკავშირის დაშლას დააჩქარებს.
„ეს მხოლოდ დააჩქარებს ევროკავშირის დაშლას. ოთხ თვეში შეამოწმეთ, მართალი ვარ თუ არა “, – განაცხადა დმიტრიევმა.
ცნობისთვის, ხმათა 96.37%-ის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.