კირილ ბუდანოვი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა წლის ბოლომდე გაცილებით ადრე უნდა მოხდეს, ამისთვის, სულ მცირე, სამი მხარეა საჭირო - უკრაინა, რუსეთი და აშშ, ჩვენ ამ პოზიციას მივაღწევთ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე და წლის ბოლომდე გაცილებით ადრე უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, ამისთვის, სულ მცირე, სამი მხარეა საჭირო.
„შესაძლებელია ამის გაკეთება? – კი. რთულია? – არა. ამისთვის, სულ მცირე, სამი მხარეა საჭირო – უკრაინა, რუსეთი და აშშ. ჩვენ ამ პოზიციას მივაღწევთ“, – აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.