კირილ ბუდანოვი – უკრაინა იარაღის მსოფლიო ბაზრებს თუ არ დაიპყრობს, ამას რუსეთი გააკეთებს

23:56, 29.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღის მსოფლიო ბაზრების დაპყრობა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შესაძლებლობას რუსეთი გამოიყენებს.

ბუდანოვის თქმით, უკრაინა შეცდომით მიიჩნევდა, რომ დრონების წარმოებაში მსოფლიოში ერთადერთი იყო, თუმცა ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებიც აქტიურად ვითარდებიან.

„ვფიქრობდით, რომ მსოფლიოში ერთადერთი ჩვენ ვიყავით, ვინც დრონებს აწარმოებდა, მაგრამ ასე არ არის. ახლა აფრიკის ბევრ ქვეყანაში არის ბაზრები, რომლებიც ჩინეთმა დაიპყრო, ხოლო რუსეთმა და უკრაინამ ისინი დაკარგეს, რადგან, ფაქტობრივად, ერთმანეთის განადგურებისთვის ომს აწარმოებენ. ეს არავის აკვირვებს, მაგრამ როდესაც იქ ყველაზე ეგზოტიკური ქვეყნებიდან წარმოებული დრონები ჩნდება, ეს უკვე ნიშანია“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად დაიმკვიდრებს თავს უკრაინა მსოფლიო ბაზრებზე, მით უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის და მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ უკრაინულ კომპანიებს გადარჩენისა და განვითარებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გავხდეთ უსაფრთხოების სფეროში ექსპორტიორი ქვეყანა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთივე პირობებსა და შეთავაზებებს ამ მიმართულებით ახლა რუსეთიც აკეთებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ჩვენ არ ვართ, ვისაც ამის შეთავაზება შეუძლია. ამას ჩვენ თუ არ შევთავაზებთ, ამას ჩვენი მტერი გააკეთებს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მსგავსი