კირილ ბუდანოვი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს, მომდევნო წლებში სრულად მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს
კირილ ბუდანოვი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს, მომდევნო წლებში სრულად მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს სრულად მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს მომდევნო წლებში, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას მოუწევს, გააცნობიეროს, რომ სრულიად მშვიდობიანი ცხოვრება უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა.

„ჩვენს საზოგადოებას მოუწევს, გააცნობიეროს, რომ სრულიად მშვიდობიანი და უვნებელი ცხოვრება უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა. მე არ ვგულისხმობ, რომ მშვიდობიანად ვიბრძოლებთ, მაგრამ ვგულისხმობ, რომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ მომენტში საპასუხოდ, მათ შორის ძალით – ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გამოწვევა იქნება. და ამასთან ცხოვრება მოგვიწევს“, – აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.