კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყოველთვიურად 30 000 მოქალაქის მობილიზება უნდა განახორციელონ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ყოველთვიურად 30 000 მოქალაქის მობილიზება უნდა განახორციელონ.
მისივე თქმით, ეს არის ჯარისკანცების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც ქვეყანას ომის პირობებში სჭირდება.
„სამწუხაროდ, ჩვენ უნდა მივიღოთ მობილიზაცია ისე, როგორც არის. სხვაგვარად არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვიურად 30 000-ზე ნაკლები ადამიანის მობილიზება. ეს არის მინიმალური რაოდენობა, რაც აუცილებელია იმის შესანარჩუნებლად, რაც გვაქვს“, -განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვი ასევე მიიჩნევს, რომ ევგენი ხმარას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით მობილიზაციასთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება.
„ხმარას დანიშვნით მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება, რადგან საჭიროება არსებობს, სულ მცირე, 30 000 მოქალაქე. და ეს არის უზარმაზარი რაოდენობის ადამიანი. ამიტომ, რაც არ უნდა ვთქვა, რომ განსხვავებულად მოვითხოვთ გაწვევას, რაოდენობრივი მაჩვენებლები არ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობაც არ შეიცვლება“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.