კირილ ბუდანოვი – „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოხდება

15:57, 17.05.2025

რუსეთთან ტყვეების „1000/1000-ზე ფორმულით“ გაცვლა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს.

„იმედი მაქვს, ეს მომავალ კვირაში მოხდება. თქვენ ხომ გესმით, იქნება გაცვლა, ასე რომ ვთქვათ, ვისი წამოყვანაც შეგვეძლება, იმას წამოვიყვანთ“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დროს რუსეთი და უკრაინა „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაც.

მსგავსი