კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხი განიხილეს
კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, ლიდერებმა არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სტარმერმა საკითხი თავისი მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტად მოიხსენია.

ამასთან, მათივე ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთ-უკრაინის ომში მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და პროგრესის აუცილებლობაზე.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვლადიმერ პუტინის „ბარბაროსული თავდასხმების“ წინააღმდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.