კირ სტარმერი შოკის მომგვრელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პიტერ მანდელსონმა ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა და ამის შესახებ მთავრობამ არაფერი იცოდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შოკის მომგვრელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, პიტერ მანდელსონმა ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა და ამის შესახებ არაფერი იცოდა.
როგორც ცნობილი გახდა, ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობას არ შეატყობინა.
„პარლამენტს ვეუბნებოდი, რომ სათანადო პროცესი იყო დაცული, ეს მაშინ, როდესაც უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა. უპატიებელი ფაქტია. არა მხოლოდ მე, არცერთ მინისტრს არ უთხრეს. ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ. ვაპირებ ორშაბათს პარლამენტში მისვლას, რათა ყველა შესაბამისი ფაქტი სრული გამჭვირვალობით წარმოვადგინო და პარლამენტს სრული სურათი ჰქონდეს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დიდ ბრიტანეთში სტარმერის გადადგომის მოთხოვნა კვლავ აქტუალური გახდა.
შეგახსენებთ, რომ პიტერ მენდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებდა, თუმცა იმავე წლის 11 სექტმებერს სტარმერმა დიპლომატი თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო.