კირ სტარმერი – შეძრწუნებული ვარ სუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის თავდასხმებით, ზელენსკიმ გამოავლინა ერთგულება მშვიდობისადმი, ახლა პუტინი უპირობოდ უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას
შეძრწუნებული ვარ რუსეთის საშინელი თავდასხმებით სუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი. ახლა პუტინი უპირობოდ უნდა დათანხმდეს სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას“, – წერს სტარმერი.
სუმზე იერიშს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა.
I’m appalled at Russia’s horrific attacks on civilians in Sumy and my thoughts are with the victims and their loved ones at this tragic time.
President Zelenskyy has shown his commitment to peace.
Putin must now agree to a full and immediate ceasefire without conditions.
— Keir Starmer (@Keir_Starmer) April 13, 2025