ბრიტანეთის პრემიერი - პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს
ბრიტანეთის პრემიერი - პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს

პატივს ვცემ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ხალხი აირჩევს. აშშ არის სანდო მოკავშირე. ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში და თქვენ დაინახეთ ეს ნატო-ს საბჭოზე სულ რაღაც ათი დღის წინ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც ისაუბრა ამერიკის როლზე ნატო-ს ალიანსში და დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სამომავლო უერთიერთობაზე.

ამასთან, კირ სტარმერის თქმით, ნატო-ს როლი ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას.

„ცხადია, პირველ რიგში, დემოკრატიულმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, ვისი კანდიდატურა წარადგინონ. შემდეგ ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურთ, რომ გახდეს მათი პრეზიდენტი. ჩემი მიდგომა იქნება შემდეგი: პატივს ვცემ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს. რა თქმა უნდა, აშშ არის სანდო მოკავშირე. ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში და თქვენ დაინახეთ ეს ნატო-ს საბჭოზე სულ რაღაც ათი დღის წინ. ჩვენ, ყველას ნათლად გვესმის, რომ სულ უფრო დაუცველი სამყაროს წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ნატო-ს როლი ახლა, რომელიც ალიანსმა უნდა შეასრულოს, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შექმნისას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კირ სტარმერმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.