კირ სტარმერი – ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩვენ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს მსოფლიოში

18:26, 01.07.2026

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამბობს, რომ „მსოფლიოში ყველაზე გეი პარლამენტი ჰყავთ“.

როგორც პრემიერმა „პრაიდის“ პატივსაცემად დაუნინგ სთრითის რეზიდენციაში, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა, მისი მთავრობა დაიცავს ლგბტქ+ უფლებებს და წინ უნდა აღუდგნენ დაყოფის პოლიტიკას.

„მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩვენ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს მსოფლიოში. არ მგონია, სადმე მსოფლიოში ამაზე გეი პარლამენტი იყოს“, – განაცხადა სტარმერმა.

მსგავსი