კოპენჰაგენში, ევროპელი ლიდერების არაფორმალური შეკრების დაწყებამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს „უპილოტო საფრენი აპარატების კედლის“ შექმნა, რათა კონტინენტი რუსული დრონებისგან დაიცვან.
მოგვიანებით, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ მარკ რუტესთან ისაუბრა უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის საკითხზე. მისი თქმით, ბრიტანეთი მზადაა, მიიღოს შესაბამისი ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. როგორ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ყველა ქვეყანა ბრიტანეთის ჩათვლით, ზრდის თავდაცვის ხარჯებს.