კირ სტარმერი - დონალდ ტრამპის ტარიფები შემაშფოთებელია, მაგრამ მათ პრაგმატული პასუხი სჭირდება
დონალდ ტრამპის ტარიფები შემაშფოთებელია, მაგრამ მათ პრაგმატული პასუხი სჭირდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სავაჭრო ომში თავით ჩაშვების ნაცვლად, უკეთესია, პრაგმატულად, შეთანხმებულ გზამდე მისვლა.
„ვფიქრობ, ტარიფები ძალიან შემაშფოთებელია, ეს ეჭვგარეშეა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ჩართული ვართ აშშ-თან ინტენსიურ დისკუსიებში ეკონომიკურ საკითხებზე რამდენიმე ფრონტზე, მათ შორის ტარიფების შერბილების ჩათვლით. ჩვენ ასე გავაგრძელებთ, რადგან ვფიქრობ, რომ, სავაჭრო ომში თავით ჩაშვების ნაცვლად, უკეთესია, პრაგმატულად, შეთანხმებულ გზამდე მივიდეთ, თუ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა კირ სტარმერმა.