კირ სტარმერი – ჩვენს მთავრობას არ სჯერა ციდან რეჟიმის ცვლილების

20:45, 02.03.2026

ჩვენ მთავრობას არ სჯერა ციდან რეჟიმის ცვლილების, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა​ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ისტორიის გაკვეთილებმა გვასწავლა, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებობდეს კანონიერი საფუძველი გაერთიანებული სამეფოს მოქმედებისთვის“.

„ეს ერაყიდან ერთ-ერთი გაკვეთილია, და უნდა არსებობდეს სიცოცხლისუნარიანი გეგმა დეტალურად გაწერილი მიზნით, რომელიც მიღწევადია. ეს არის ის პრინციპი, რომელიც მე გამოვიყენე გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა სტარმერმა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, თემთა პალატის დეპუტატებს ასევე არ მიეცემათ შესაძლებლობა, კენჭი უყარონ მომავალ თავდაცვით სამხედრო მოქმედებებს ირანსა თუ სხვა კონფლიქტებში, რამდენადაც გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად უნდა იქნეს მიღებული.

მსგავსი