კირ სტარმერი - აშშ-მა მიმართა ქმედებას ბირთვული საფრთხის შესამსუბუქებლად, მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.
მისი თქმით, აშშ-მა მიმართა ქმედებას ირანის ბირთვული საფრთხის შესამსუბუქებლად.
„ირანის ბირთვული პროგრამა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. არასდროს შეიძლება, ირანს მიეცეს უფლება, შეიმუშავოს ბირთვული იარაღი და შეერთებულმა შტატებმა მიმართა ქმედებას ამ საფრთხის შესამსუბუქებლად. ვითარება ახლო აღმოსავლეთში რჩება არასტაბილური, ხოლო რეგიონში სტაბილურობა არის პრიორიტეტი. მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გამოსავალს ამ კრიზისის დასასრულებლად“, – ნათქვამია კირ სტარმერის განცხადებაში.