კირ სტარმერი - არასწორია ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვიან, ჩვენ ამ საკითხს აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ
კირ სტარმერი - არასწორია ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვიან, ჩვენ ამ საკითხს აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის ადმინისტრაციასთან განიხილავენ.

„გრენლანდიის საკითხზე ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, ის არის დანიის სამეფოს ნაწილი და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა. ჩვენ ასევე მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ნატო-სთვის და მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ ერთად, რათა უპასუხონ რუსეთის საფრთხეს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში. ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პირდაპირ განვიხილავთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან“, – აღნიშნა სტარმერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.