კირ სტარმერი - ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს, პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ დეესკალაციისთვის, თავშეკავების და დიპლომატიასთან დაბრუნების დროა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ირანსა და ისრაელს მოუწოდებს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ განმუხტონ დაძაბულობა.
მისი თქმით, რეგიონში ესკალაცია „არავის აწყობს“.
„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ჩვენ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ დეესკალაციისთვის. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიასთან დაბრუნების დროა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.