კირ სტარმერი - ახლა უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება, მათ შორის დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში
კირ სტარმერი - ახლა უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება, მათ შორის დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ჰამასის“ ტყვეობიდან ემილი დამარის გათავისუფლებას „არაჩვეულებრივს“ და „დიდი ხნის დაგვიანებულს“ უწოდებს.

დამარი, რომელსაც ბრიტანეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ტყვეობაში 471 დღე იმყოფებოდა.

სტარმერის თქმით, მიუხედავად ამ კარგი ამბისა, ეს ასევე ასახავს ტანჯვის კიდევ ერთ დღეს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სახლში.

„ახლა ჩვენ უნდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარჩენილი ეტაპების განხორციელება სრულად და დროულად, მათ შორის დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ღაზაში“, – აღნიშნა სტარმერმა.

„ჰამასის“ ტყვეობიდან სამი მძევალი გათავისუფლდა. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წითელმა ჯვარმა სამივე მძევალი გადასცა სამხედროებს.