კირ სტარმერი აცხადებს, რომ ტრამპის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით ბრიტანეთს მშვიდი რეაქცია ექნება, იმპულსური პასუხი არ ექნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებით ბრიტანეთს მშვიდი რეაქცია ექნება და „იმპულსურ პასუხს“ არ მიმართავს.
კირ სტარმერის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებდა, რომ გამონაკლისის სტატუსს მოიპოვებდა, მაგრამ, სულ მცირე, პირველ ეტაპზე ბრიტანეთზე აღნიშნული ტარიფები გავრცელდება.
კირ სტარმერის თქმით, განიხილება ყველა ვარიანტი.
როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მხარეები პროგრესს აღწევენ მოლაპარაკებებში ისეთ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოოდ ახალ ტარიფებს გააუქმებს.