კირ სტარმერი აცხადებს, რომ თანამდებობაზე დარჩენისთვის იბრძოლებს -„არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა არჩევნების ქაოსში უნდა ჩავძიროთ, ვაღიარებ, რაღაცები უნდა შევცვალო“
კირ სტარმერი აცხადებს, რომ თანამდებობაზე დარჩენისთვის იბრძოლებს -„არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა არჩევნების ქაოსში უნდა ჩავძიროთ, ვაღიარებ, რაღაცები უნდა შევცვალო“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ავტორიტეტი არ დაუკარგავს და თანამდებობაზე დარჩენისთვის იბრძოლებს.

ამასთანავე, კირ სტარმერი აღიარებს, რომ რაღაცები უნდა შეცვალოს.

„ცხადია, ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. უკრაინაში კონფლიქტი, მეხუთე წელია, მიმდინარეობს, გვაქვს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთშიც, კონკრეტულად ირანში. ეს არის ისეთივე საშიში და ცვალებადი სამყარო, როგორშიც არ გვიცხოვრია. ჩემგან, როგორც პრემიერ-მინისტრისგან, ეს მოითხოვს, ვიღებდე მკაცრ, რთულ გადაწყვეტილებებს. ორი ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. გამომდინარე იქიდან, რომ დაცვა და უსაფრთხოება ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია, წასვლას არ ვაპირებ. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა არჩევნების ქაოსში უნდა ჩავძიროთ. ვაღიარებ, რომ რაღაცები უნდა შევცვალო“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.