კირ სტარმერი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ლონდონში მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიმდინარე კვირის ბოლოს ლონდონში მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს.
„უქმეებზე ვუმასპინძლებ რამდენიმე ქვეყანას, რათა განვაგრძოთ იმის განხილვა, როგორ წავიწიოთ წინ ერთად, როგორც მოკავშირეებმა, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ვდგავართ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2.5%-მდე გაზრდის და ეს ინვესტიცია მაქსიმალურად გაზრდის ბრიტანულ სამუშაო ადგილებს.
„კონფლიქტი უკრაინაში ეხება უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება უსაფრთხოებასა და თავდაცვას ევროპაში, ასევე ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდაცვას. მთავრობის პირველი მოვალეობაა, უზრუნველყოს, რომ მისი მოქალაქეები იყვნენ დაცული“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
კირ სტარმერის თქმით, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, ამტკიცებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის ბრიტანეთმა, მეტი უნდა გააკეთონ კოლექტიური თავდაცვისთვის.
„ტრამპს მიაჩნია, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და მე ვეთანხმები მას“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც სტარმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიტანეთს არ უნდა მოუწიოს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთება და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ყოველთვის იყო ორივეს მთავარი მოკავშირე, რაც უნდა გაგრძელდეს.