კირ სტარმერი აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო გაბრაზებული არ არის
კირ სტარმერი აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო გაბრაზებული არ არის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო გაბრაზებული არ არის.

„არ ვარ გაბრაზებული, რადგან ვახსენებ თავს, წარმოუდგენელი პრივილეგიაა, იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი“, – აცხადებს კირ სტარმერი.

სტარმერის თქმით, ამ პრივილეგიის ნაწილია „დიდი შვიდეულის“ მსგავს სამიტზე დასწრება, სახელმწიფოსთვის მსახურება და რთულ გამოწვევებთან გამკლავება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავება სურს.

„ვაღიარებ თუ არა, რომ ეს ნიშნავს სიტუაციის ცვლილების საჭიროებას? დიახ, ვაღიარებ, მაგრამ სწორედ ეს მინდა, გავაკეთო. მე ვაღიარებ ადგილობრივი არჩევნების შედეგებს. ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ“, – აღნიშნავს სტარმერი.

ცნობისთვის, მანამდე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ვეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ კირ სტარმერი მომავალ კვირაში გამოწვევის წინაშე დადგება.