კირ სტარმერი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება არასწორია
კირ სტარმერი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება არასწორია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება არასწორია.

სტარმერი მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, რომ ამ გეგმას დაუყოვნებლივ გადახედოს.

„ეს ქმედება ვერაფერს გააკეთებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ან მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების ზრდა, „ჰამასის“ მიერ ყველა მძევლის გათავისუფლება და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მიღწევა“, – აღნიშნულია სტარმერის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს. რაც შეეხება ღაზაში მშვიდობას, სტარმერის თქმით, ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობდა გრძელვადიან გეგმაზე, რათა მხარეებს შორის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ფარგლებში დამყარებულიყო მშვიდობა.