კირ სტარმერი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივებს აძლიერებს
კირ სტარმერი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივებს აძლიერებს

გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივებს აძლიერებს.

როგორც „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გამგზავრების წინ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რეგიონის მხარდასაჭერად, მათ შორის, ავიაგამანადგურებლების განთავსებაც იგულისხმება.

დიდ ბრიტანეთს ახლო აღმოსავლეთში უკვე ჰყავს მოიერიშე თვითმფრინავები ერაყიდან და სირიიდან მომდინარე საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. პრემიერის თქმით, ეკიპაჟებმა განლაგება 13 ივნისს, რეგიონში ვითარების მკვეთრად გაუარესების ფონზე დაიწყეს.