კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ დაეხმარება უკრაინას, რათა არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება
კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ დაეხმარება უკრაინას, რათა არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, მაგრამ დაეხმარება უკრაინას, რომ არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება ამ ომში.

„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან აგრესიის 1 000 დღეზე და ამ დროის განმავლობაში დაღუპულ ადამიანებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს ომი პუტინმა მოიგოს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ერთი დღით ადრე ლონდონში რუსეთის ელჩმა, ანდრეი კელინმა ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ მონაწილეობაში დაადანაშაულა.