კირ სტარმერი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა
კირ სტარმერი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

გასულ ღამეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.

კირ სტარმერის პრესსპიკერის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის სამხრეთ აფრიკაში, G20-ის შეხვედრაზე „მსურველთა“ კოალიციის შესახებ მოლაპარაკებების პროგრესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

სტარმერთან სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა თავად უკრაინის პრეზიდენტიც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კირ სტარმერთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა და განიხილა დიპლომატიური ნიუანსები სამშვიდობო პროცესის ფარგლებში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ასევე ისაუბრა სტარმერისა და ტრამპის სატელეფონო საუბარზე. როგორც მან აღნიშნა, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გუნდები ჟენევაში 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე ერთად იმუშავებენ. „სქაინიუსი“ წერს, რომ სტარმერი და ტრამპი სატელეფონო საუბარს დღესაც გამართავენ.