კიოლნის პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელსაც რკინიგზის სადგურზე მძევლები ჰყავდა აყვანილი

18:25, 15.10.2018

გერმანიის ქალაქ კიოლნის პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელსაც ქალაქის მთავარ რკინიგზის სადგურზე მძევლები ჰყავდა აყვანილი. ინფორმაციას Spiegel Online-ი ავრცელებს.

ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, შეიარაღებული მამაკაცი სადგურის მოედანთან მდებარე აფთიაქში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. პოლიცია მასთან მოლაპარაკებას ცდილობდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მძიმედაა დაჭრილი. მძევლები კი გათავისუფლდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

მსგავსი