კიოლნის ლიტერატურული ფესტივალი ქართველ მწერალ ნაირა გელაშვილს უმასპინძლებს

12:49, 13.03.2018

ქართველ მწერალ ნაირა გელაშვილს კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე lit.COLOGNE-ზე უმასპინძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ნაირა გელაშვილი პირველი ქართველი მწერალია, რომელიც კიოლნის ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პლატფორმაა.

მწერალი ნაირა გელაშვილი ფესტივალზე წიგნს, „მივემგზავრები მადრიდს“ წარადგენს. ასევე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაიმართება ნაირა გელაშვილის შეხვედრა გერმანული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.

წიგნი „მივემგზავრები მადრიდს“ გერმანულმა გამომცემლობამ Verbrecher Verlag-მა თარგმნა. 1982 წელს მოთხრობას მიღებული აქვს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობის სტატუსი.

მსგავსი