კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი მოქალაქე დაშავდა
კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი მოქალაქე დაშავდა

კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი მოქალაქე, ანა სუბელიანი დაშავდა.

მას დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული კინოთეატრში ფილმის საყურებლად იყო მისული.

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ისინი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.

კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.