კინოთეატრ „ამირანთან" დაკავებულთაგან ერთ პირს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
კინოთეატრ „ამირანთან" დაკავებულთაგან ერთ პირს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

კინოთეატრ „ამირანთან” გუშინ დაკავებულთაგან ერთ პირს 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

აქციის მონაწილე მერაბ ჭიკაიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

„მშვიდობიან პროტესტს ვაცხადებდი და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ოცმა ადამიანმა ერთდროულად დამაკავა. პოლიციასთან ახლოს არ ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ შევაგინებდი“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

დღესვე სასამართლომ განიხილა აქციაზე დაკავებული კიდევ რვა პირის სასამართლო პროცესი, თუმცა მათი პროცესი 11 დეკემბრისთვის გადაიდო.

დარბაზიდან გასვლამდე მოსამართლე ლეილა გოგიშვილმა ბრალდებულებს მიმართა და მოუწოდა: „აქციაზე საჩხუბრად არ წავიდნენ“.

დატოვე კომენტარი